სერვისი თბილისში

მონაცემების აღდგენა და კლონირება SSD-ზე

მონაცემები შემთხვევით წაიშალა, ფლეშ-ბარათი არ იკითხება, თუ კომპიუტერი არ ირთვება? აღვადგენთ წაშლილ ფაილებს HDD, SSD და USB-მეხსიერებიდან. ამასთანავე ოპერაციული სისტემის (Windows/macOS) ასაჩქარებლად, გთავაზობთ მონაცემების HDD-დან ახალ SSD-ზე კლონირებას

HDD · SSD · USB · SD კლონირება SSD-ზე კონფიდენციალურად
რას ვაღდგენთ

მეხსიერების მოწყობილობები და ხარვეზების ტიპები

HDD-დისკები

ფაილების შემთხვევითი წაშლა, დისკის ფორმატირება, ფაილური სისტემის დაზიანება ან ლოგიკური ხარვეზები.

SSD მეხსიერება

ლოგიკური ხარვეზები, კონტროლერის დაზიანება, სისტემა ვერ ხედავს დისკს, ან მოწყობილობა ითიშება განახლების შემდეგ

ფლეშკები და მეხსიერების ბარათები

USB არ იკითხება, ითხოვს ფორმატირებას, ფაილებს არ ხსნის. SD, microSD, CF, XQD.

სარეზერვო ასლი ტელეფონიდან

ფოტოების, ვიდეოებისა და კონტაქტების გადატანა ტელეფონიდან ან პლანშეტიდან კომპიუტერში თუ გარე მეხსიერებაზე — ტექნიკის შეკეთებამდე ან დასაარქივებლად

კლონირება HDD → SSD

Windows / macOS-ის გადატანა SSD-ზე ხელახალი ინსტალაციის გარეშე. ყველა პროგრამა და პარამეტრი ინახება. მუშაობის სისწრაფე 3-10-ჯერ იზრდება

მნიშვნელოვანია

მონაცემების კონფიდენციალურობა და დაცულობა

აღდგენილი მონაცემები სრულად თქვენ გადმოგეცემათ. ჩვენ არ ვინახავთ დამატებით ასლებს, არ ვეცნობით ფაილების შინაარსს ტექნიკური საჭიროების მიღმა და არ გადავცემთ მონაცემებს მესამე პირებს.

თუ წაშლილი ფაილების აღდგენა გსურთ: დიაგნოსტიკამდე მოწყობილობა აღარ გამოიყენოთ. გახსოვდეთ: ყოველი ჩართვა და მეხსიერებაში ახალი ინფორმაციის ჩაწერა საგრძნობლად ამცირებს მონაცემების გადარჩენის შანსს.

როგორ ვმუშაობთ

აღდგენის პროცესი

განაცხადი

აღწერეთ სიტუაცია: რა მეხსიერებაა, რომელი ფაილებია მნიშვნელოვანი, რა მოხდა.

ფაილების გადაცემა

აღდგენილ მონაცემებს ჩაგიწერთ თქვენსავე სხვა მოწყობილობაში ან, შეთანხმებისამებრ - სრულიად ახალ დისკზე

შეკითხვები და პასუხები

ხშირი შეკითხვები

შემთხვევით წავშალე ფაილები ან ფოტოები - შეიძლება დაბრუნება?

ხშირად დიახ, რადგან წაშლილი ფაილები მოწყობილობაში მანამ რჩება, სანამ მათზე ახალი ინფორმაცია არ ჩაიწერება. მთავარი წესი: სასწრაფოდ შეწყვიტეთ დისკის თუ ფლეშ-ბარათის გამოყენება. ყოველმა ახალმა ჩაწერილმა ფაილმა შეიძლება საბოლოოდ წაშალოს ის, რისი აღდგენაც ჯერ კიდევ შეიძლება. მოგვიტანეთ მოწყობილობა - დიაგნოსტიკის შემდეგ შევაფასებთ შანსებს და შეკეთების თანხას წინასწარ შეგითანხმებთ.

შეცდომით დავაფორმატე ბარათი, ფლეშკა ან დისკი - მონაცემები სამუდამოდ დაიკარგა?

უმეტესად არა - განსაკუთრებით სწრაფი ფორმატირებისას, რადგან ამ დროს მონაცემები ფიზიკურად არ იშლება. მათი გადარჩენის შანსი მით მეტია, რაც უფრო ნაკლებ ახალ ფაილს ჩაწერთ მოწყობილობაში. გთხოვთ, ნუ ეცდებით მის დამოუკიდებლად „შეკეთებას“ სხვადასხვა პროგრამით - უბრალოდ მოიტანეთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც არის.

მეხსიერების ბარათი ან ფლეშკა არ იკითხება და ითხოვს «დისკის ფორმატირებას» - რა ვქნა?

ნუ დააფორმატებთ. ეგ ფაილური სისტემის ტიპური პრობლემაა (სისტემა სტრუქტურას ვერ კითხულობს და RAW-ს აჩვენებს). ფაილები, როგორც წესი, ადგილზეა და დაუზიანებელია, ამიტომ მათი აღდგენა სავსებით შესაძლებელია. არ სცადოთ Windows-ით შეცდომების გასწორება, რადგან ამან შეიძლება ფაილები დააზიანოს. სჯობს, პირდაპირ ჩვენ მოგვმართოთ.

გარე დისკი დავარდა და წკაპუნებს, აკაკუნებს ან წრიპინებს - არის აღდგენის შანსი?

დაუყოვნებლივ გამორთეთ მოწყობილობა! კაკუნი და წკაპუნი მექანიკური დაზიანების ნიშანია, რა დროსაც ყოველი მომდევნო ჩართვა დისკის ზედაპირსა და მონაცემებს სამუდამოდ ანადგურებს. ასეთ დისკებზე მუშაობა მხოლოდ სპეციალურ პირობებშია შესაძლებელი, ამიტომ ნუ ჩართავთ მას განმეორებით - ეს ფაილების გადარჩენის შანსს საგრძნობლად გაზრდის.

მყარ დისკს (HDD) კომპიუტერი ვერ ხედავს - რატომ?

მიზეზი შესაძლოა იყოს ელექტრონული (ძაბვის მერყეობის გამო), პროგრამული (Firmware-ის ხარვეზი) ან მექანიკური (ძრავის/თავაკების დაზიანება). ფასი და აღდგენის მეთოდი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. პრობლემის წინასწარ იდენტიფიცირებისთვის გვითხარით: ჩართვისას დისკი ტრიალებს? გამოსცემს ხმებს ან ზედმეტად ხომ არ ხურდება?

ფოტო და ვიდეო გაქრა ფოტოაპარატის ან ტელეფონის ბარათიდან - რეალურია დაბრუნება?

დიახ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ამოცანაა. ფოტოები ქრება შემთხვევითი წაშლით, ბარათის ხარვეზებით, უცაბედად გამოძრობით ან სისტემის დაზიანებით, მაგრამ ფაილები ფიზიკურად უმეტესად ისევ ადგილზე რჩება. ჩვენ მათ ვპოულობთ და ვაღდგენთ, მათ შორის ფაილების ტიპებისა და სიგნატურების მიხედვით (JPEG, RAW, MP4 და ა.შ.). მთავარია: აღდგენამდე ამ ბარათით აღარ ისარგებლოთ და ახალი ფოტოები აღარ გადაიღოთ.

ფლეშ-ბარათი არ იხსნება: ითხოვს ფორმატირებას, აჩვენებს 0 ბაიტს ან სისტემა ვერ ხედავს?

ყველაზე ხშირად პრობლემა კონტროლერია ან მეხსიერება (NAND), იშვიათად კი - ფიზიკურად დაზიანებული USB-შესაერთებელი. თუ ფლეშ-ბარათი საერთოდ არ ჩანს, საჭიროა პლატის აპარატურული დიაგნოსტიკა, ზოგჯერ კი მეხსიერების ჩიპის მოხსნაც კი ხდება საჭირო. თუ სისტემა ხედავს, მაგრამ „ცარიელია“ ან 0 ბაიტს აჩვენებს — როგორც წესი, ეს ლოგიკური ხარვეზია და მონაცემები წარმატებით აღდგება. ნუ შეეცდებით მის გაცხელებას ან სხვადასხვა პორტში საცდელად შეერთებას - მოგვიტანეთ.

მოწყობილობას წყალი მოხვდა ან ძაბვის მერყეობის გამო დაზიანდა - შესაძლებელია თუ არა მონაცემების აღდგენა?

ხშირად დიახ. ნუ ჩართავთ და ნუ გააშრობთ ფენით. ვაღდგენთ დაფის წმენდისა და დაზარალებული ელემენტების შეცვლის შემდეგ, რთულ შემთხვევებში მეხსიერების ჩიპს გამართულ დონორ დაფაზე გადავიტანთ. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა დაიწვა და ხომ არ ყოფილა ჩართვის განმეორებითი მცდელობები. მოგვიტანეთ რაც შეიძლება სწრაფად.

რაზეა დამოკიდებული მონაცემების აღდგენის შესაძლებლობა და ფასი?

დაზიანების ხასიათის მიხედვით: ლოგიკური პრობლემები (წაშლა, ფორმატირება, ფაილური სისტემის დაზიანება) - ჩვეულებრივ უფრო მარტივი და იაფია; ფიზიკური დაზიანება (მექანიკა, ელექტრონიკა, მეხსიერების ჩიპის მოხსნა, მუშაობა სპეციალურ პირობებში) - უფრო რთული და ძვირი. ფასზე ასევე გავლენას ახდენს მოწყობილობის ტიპი, მოცულობა და ის, ჩაეწერა თუ არა ზემოდან ახალი ინფორმაცია.

რა არ შეიძლება გავაკეთო, რომ მონაცემები საბოლოოდ არ დავკარგო?

მოკლედ: ნურაფერს ჩაწერთ მოწყობილობაზე, ნუ დააფორმატებთ და ნუ დათანხმდებით „შეცდომების გასწორებას“, მოკაკუნე დისკს განმეორებით ნუ ჩართავთ, არ გაუშვათ აღმდგენი პროგრამები და ნუ გახსნით მას დამოუკიდებლად. რაც უფრო ნაკლებ მოქმედებას შეასრულებთ მონაცემების დაკარგვის შემდეგ, მით უფრო მაღალია ფაილების აღდგენის შანსი. საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ - გვერდზე გადადეთ მოწყობილობა და მოგვიტანეთ.

აკეთებთ SSD-ს?

აღვადგენთ მონაცემებს SSD-დან ლოგიკური ხარვეზების, ფაილური სისტემისა და კონტროლერის დაზიანების შემთხვევაში. ფიზიკური აღდგენა კი კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული.

რამდენად დაცულია მონაცემების კონფიდენციალურობა?

აღდგენილი მონაცემები სრულად თქვენ გადმოგეცემათ. ჩვენ არ ვინახავთ ასლებს და არ გადავცემთ მონაცემებს მესამე პირებს.

აკეთებთ Windows-ის გადატანას SSD-ზე ხელახალი ინსტალაციის გარეშე?

დიახ. გთავაზობთ მონაცემების HDD-დან ახალ SSD-ზე კლონირებას, ყველა პროგრამისა და პარამეტრის შენარჩუნებით. Windows და macOS მუშაობს ისე, როგორც ადრე, სისწრაფე კი 3-10-ჯერ იზრდება.

რა გარანტიაა?

გარანტია 2 თვე სამუშაოსა და დაყენებულ SSD-ზე. თვით აღდგენილ ფაილებზე გარანტია ვერ იქნება - აღდგენა დიაგნოსტიკური პროცესია.

პირდაპირი კავშირი

დაკავშირება მონაცემების აღდგენაზე

  • +995 599 972 579
  • ყოველდღე 10:00–22:00, დასვენების გარეშე
  • გლდანი - ქერჩის ქუჩა
  • ვერა - გოგებაშვილის ქუჩა
  • მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. გთხოვთ, არ მოხვიდეთ შეთანხმების გარეშე - ზუსტ მისამართს ჩაწერისას გამოგიგზავნით
  • ტექნიკას კურიერითაც ვიღებთ. კურიერს თქვენ იბარებთ და იხდით — ჩვენთან მოსვლა საჭირო აღარ არის
მესენჯერები

სადაც მოგიხერხდებათ მოწერა

ნებისმიერი მესენჯერი - იქვე გიპასუხებთ.

მოგვწერეთ მოწყობილობის მოდელი და სიმპტომი - ეს დააჩქარებს შეფასებას.

მიწერეთ WhatsApp-ში