Dyson Supersonic ფენი
არ ცხელდება, არ უბერავს, ხმაურობს, ითიშება რამდენიმე წამში, ციმციმებს ინდიკატორი. ვწმენდთ ფილტრს, ვცვლით თერმისტორს, გამაცხელებელ ელემენტებს, პლატას.
Zaza Computer სერვის ცენტრი აკეთებს Dyson Supersonic ფენების, Airwrap სტაილერების, Corrale თმის უთოების, ვენტილატორების, დამატენიანებლების, ხელის საშრობების და Dyson-ის ყურსასმენების შეკეთებას.
არ ცხელდება, არ უბერავს, ხმაურობს, ითიშება რამდენიმე წამში, ციმციმებს ინდიკატორი. ვწმენდთ ფილტრს, ვცვლით თერმისტორს, გამაცხელებელ ელემენტებს, პლატას.
არ ირთვება, ზედმეტად ცხელდება, არ იჭერს ნასადკებს / თავაკებს, დაზიანებული აქვს კაბელი, წყალში ჩავარდა - გაწმენდა, პლატის შეკეთება, ძრავის და კომპონენტების შეცვლა.
არ ცხელდება, მალე ჯდება, არ მუშაობს ფირფიტები. აკუმულატორის, გამაცხელებელი ელემენტის შეცვლა, პლატისა და ანჯამის / პეტლის შეკეთება.
არ ირთვება, არ იჭერს მუხტს, Bluetooth-ის პრობლემები, დაზიანებული USB-C პორტი, ხმაური ან ხმის დამახინჯება. აკუმულატორის, პორტის შეცვლა, პლატის შეკეთება.
Pure Cool, Hot+Cool, AM/TP/HP. არ ირთვება, არ ბრუნავს, არ უშვებს ორთქლს, აქვს HEPA-ფილტრის შეცდომები, პულტისა და Wi-Fi-ის პრობლემები.
არ აშრობს, ხმაურობს, ზედმეტად ცხელდება, არ რეაგირებს ხელებზე. გაწმენდა, ძრავისა და სენსორის შეკეთება, ფილტრის შეცვლა.
თუ თქვენი მოდელი სიაში არ არის - დაგვიკავშირდით.
Supersonic HD01, HD03, HD08, HD15, HD16 · Airwrap HS01, HS05, HS08, HS09 · Corrale HS03, HS07.
Pure Cool TP04/TP07 · Hot+Cool HP04/HP07 · AM06, AM07, AM09 · Humidifier AM10 · Pure Humidify+Cool PH01/PH04.
Airblade V, Airblade 9kJ ხელის საშრობები · Dyson Zone ყურსასმენები · Solarcycle განათება.
წყლის მოხვედრა, ძაბვის ვარდნა. პლატის აღდგენა, დამწვარი კომპონენტებისა და მცველების შეცვლა.
წითელი/ლურჯი, სხვადასხვა სიხშირის ციმციმი. ვარკვვევთ შეცდომას, ვამოწმებთ პლატასა და აკუმულატორს.
ხშირად მიზეზია გაჭედილი, გასაწმენდი ფილტრი, თერმისტორი, გამაცხელებელი ელემენტები, პლატა. ვწმენდთ, ვცვლით კომპონენტებს.
ვარდნა, სითხის მოხვედრა, თვითნებური შეკეთების მცდელობები. ვაღდგენთ, თუ მოწყობილობა საერთოდ ექვემდებარება შეკეთებას.
მიწერეთ WhatsApp ან Telegram-ში მოდელი და სიმპტომი, თან დაურთეთ ფოტო ან ვიდეო.
გეტყვით ღირებულებასა და ვადას. თქვენი დადასტურების გარეშე სამუშაოს არ ვიწყებთ.
ვასრულებთ სამუშაოს, ვამოწმებთ, გადმოვცემთ 2-თვიანი გარანტიით.
ასე მუშაობს გადახურებისგან დამცავი მექანიზმი. ყველაზე ხშირი მიზეზია - გაჭედილი ჰაერის ფილტრი ფენში (ბადე): ჰაერი ვერ გადის, დაისონი ხურდება და ითიშება. თუ ფილტრი სუფთაა, მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართავი ტემპერატურის სენსორი (თერმისტორი), გამაცხელებელი ელემენტი ან მართვის პლატა, რომელიც ტემპერატურას არასწორად აღიქვამს. ზუსტ მიზეზს სახელოსნოში დაშლისას ვადგენთ - მოგვწერეთ მოდელი და აღწერეთ, ზუსტად როგორ ციმციმებს ინდიკატორი.
ჩვეულებრივ ეს გამაცხელებელი ელემენტი ან ტემპერატურის სენსორია, უფრო იშვიათად - მართვის პლატა. ზოგჯერ ფენი „ფიქრობს“, რომ გადახურდა, და გათბობას თიშავს ჭუჭყიანი ფილტრის გამო. შეკეთების ფასი დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტულად რა გაფუჭდა: გაწმენდა და სენსორის შეცვლა ერთია, გამაცხელებელი ბლოკის შეცვლა ან პლატის შეკეთება - სხვა. მოგვწერეთ მოდელი და მიგითითებთ მიმართულებას.
ხშირი მიზეზია კაბელის გაწყვეტა (იქ, სადაც ის მუდმივად იღუნება და იკეცება - კორპუსთან ან შტეფსელთან), ასევე ღილაკი, დამცველი ან კვების პლატა. ფენი გარეგნულად მთელია, მაგრამ დენი არ გადის. როგორც წესი, ეს იაფი შეკეთებაა, თუ საქმე სადენშია, და უფრო ძვირი - თუ პლატაშია. აღწერეთ, საერთოდ თუ რეაგირებს რამეზე (ნაპერწკალი, წკაპუნი, ინდიკატორი).
დიახ. ყველაზე ხშირად ეს ძრავის საკისარია, შიგნით მოხვედრილი ნაგავი/თმა ან დაზიანებული ფრთა (იმპელერი) - ირღვევა ბალანსი, აქედან გუგუნი და ვიბრაცია. ზოგჯერ გაწმენდა საკმარისია, მაგრამ უფრო ხშირად საჭიროა ძრავის შეცვლა. თუ ხმასთან ერთად დამწვრის სუნიც გაჩნდა - სჯობს მაშინვე გამორთოთ და შეკეთებამდე აღარ გამოიყენოთ.
Airwrap ჰაერის ნაკადზე მუშაობს (კოანდას ეფექტი) - თუ ჰაერის ნაკადის სიმძლავრე დაეცა, ნასადკები აღარ ახვევენ თმას. მიზეზები: გაჭედილი ფილტრი, გაცვეთილი ან დაბინძურებული ძრავი, დაზიანებული ფრთა. ხშირად გაწმენდა შველის, მაგრამ თუ ძრავის სიმძლავრე დაქვეითდა - საჭიროა მისი შეცვლა, და ეს უკვე სხვა ფასია. მოგვწერეთ მოდელი და ზუსტად რა შეიცვალა მის მუშაობაში.
თუ არ ირთვება და ინდიკატორი არ ციმციმებს - ვამოწმებთ კაბელს, ღილაკს, პლატას. თუ თავაკები არ ფიქსირდება ან სხლტება - საქმე სამაგრ მექანიზმშია (ღილაკ-ფიქსატორები, რგოლი). ზოგჯერ გადახურებისგან დნება ან დეფორმირდება კორპუსის მიმღები ნაწილი. ეს განსხვავებული სირთულისა და ფასის სამუშაოებია. აღწერეთ, ციმციმებს თუ არა რამე და რომელ ეტაპზე აღარ რეაგირებს.
მთავარია - არ ჩართოთ და გააშროთ, რომ მოკლე ჩართვა არ მოხდეს. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მოწყობილობები აღდგება: ვწმენდთ პლატას, აღვადგენთ დაზიანებულ ბილიკებს, ვცვლით დამწვარ კომპონენტებს. გამოვა თუ არა - და რა დაჯდება - დამოკიდებულია დაზიანების სირთულეზე. რაც უფრო სწრაფად მოიტანთ დასველების შემდეგ, მით მეტია შანსი.
Corrale უსადენოა, ამიტომ ხშირი მიზეზია აკუმულატორის ცვეთა (სწრაფად ჯდება, ვერ იჭერს მუხტს), ან გამაცხელებელი ელემენტი/პლატა, თუ საერთოდ არ ცხელდება. თუ თვითონ ფირფიტებმა შეწყვიტა მუშაობა - ვამოწმებთ შლეიფსა და ანჯამს (პეტლს), რომლებიც დაცემისას ზიანდება. აკუმულატორის შეცვლა და პლატის შეკეთება ფასით განსხვავებული სამუშაოებია; მოგვწერეთ, როგორ იქცევა მოწყობილობა.
დიახ. ვცვლით აკუმულატორებს Dyson-ის ტექნიკაში ტევადობისა და ტიპის მიხედვით შერჩევით - Corrale უთოში და Dyson Zone ყურსასმენებში. ფასი დამოკიდებულია მოდელსა და თავად აკუმულატორზე. (Supersonic ფენები და Airwrap სტაილერები ქსელიდან მუშაობს - მათში აკუმულატორი არ არის; იქ საკითხი ჩვეულებრივ კაბელში ან პლატაშია.) მოგვწერეთ მოდელი - დაგისახელებთ ფასსა და ვადას.
დაისონის გაუმართაობის ტიპზე, და არა მხოლოდ მოდელზე. ერთია გაწმენდა და სახარჯი ნაწილის (ფილტრის) შეცვლა, მეორეა აკუმულატორის შეცვლა, და სულ მესამეა პლატის დარჩილვა/აღდგენა ან ძრავის შეცვლა: სხვადასხვა სამუშაო, სხვადასხვა ნაწილი, სხვადასხვა ფასი. ამიტომ ზუსტ თანხას ვასახელებთ მას შემდეგ, რაც აღწერთ სიმპტომსა და მოდელს. მოგვწერეთ - შევაფასებთ.
დაუყოვნებლივ გამორთეთ ქსელიდან და აღარ გამოიყენოთ - ეს შეიძლება იყოს დაწყებული სადენის გარღვევა ან მოკლე ჩართვა, და ხელახალი ჩართვა დაზიანებას გააუარესებს. მიზეზი შეიძლება იყოს მტვერი გამაცხელებელზე, დამწვარი კომპონენტი პლატაზე ან ძრავის პრობლემა. სერვისში ვპოულობთ და ვცვლით დაზიანებულ კვანძს; ხშირად მოწყობილობა სრულად აღდგება. ნუ გადადებთ - ასე უფრო იაფი და საიმედოა.
ვადა დამოკიდებულია გაუმართაობასა და ნაწილის ხელმისაწვდომობაზე: მარტივი შემთხვევები (გაწმენდა, კაბელი, ფილტრი) ჩვეულებრივ სწრაფია, პლატის შეკეთება ან ნაწილის მოლოდინი - უფრო ხანგრძლივი, 3 დღე და მეტი. ყველა სამუშაოსა და დაყენებულ ნაწილზე ვაძლევთ 2-თვიან გარანტიას.
უმეტეს შემთხვევაში დაისონის შეკეთება უფრო მომგებიანია: აკუმულატორის, ძრავის, გამაცხელებლის შეცვლა ან პლატის შეკეთება ახალ მოწყობილობაზე საგრძნობლად იაფი ჯდება - განსაკუთრებით Supersonic-ის, Airwrap-ისა და Corrale-სთვის. არის შემთხვევები, როცა დაზიანება ძალიან სერიოზულია - მაშინ გულახდილად გეტყვით, რომ შეკეთება მიზანშეწონილი არ არის. მოგვწერეთ მოდელი და სიმპტომი - გეტყვით.
დიახ. შეგვიძლია გადავაკეთოთ 220V-ზე - დეტალურად გვერდზე 110V → 220V.
რეპლიკა Dyson-ი არ არის. კომპანია Dyson ასეთ მოწყობილობებს არ აწარმოებს და მათთან არანაირი კავშირი არ აქვს. რეპლიკები იწყობა უსახელო წარმოებებში - ხარისხის კონტროლის, უსაფრთხოების სერტიფიკაციისა და იმ სტანდარტების დაცვის გარეშე, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირსა და აშშ-ში ოფიციალურად შემოტანილი ტექნიკისთვის. ასეთი მოწყობილობის შიგნით უცნობი წარმომავლობის კომპონენტების არაპროგნოზირებადი ნაკრებია.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს: რეპლიკის დაბალი ფასი არ ნიშნავს შეკეთების დაბალ ფასს. რეპლიკის დაშლა და შეკეთება ხელოსნის იმდენივე დროსა და შრომას მოითხოვს, რამდენსაც ორიგინალი - ხშირად კი მეტსაც, არასტანდარტული პლატებისა და დეტალების გამო, რომლებზეც არც სქემები არსებობს და არც სათადარიგო ნაწილები. ამიტომ რეპლიკის რემონტი იმდენივე ღირს, რამდენიც ორიგინალი Dyson-ის შეკეთება, ხშირად კი უფრო ძვირიც. არ აქვს მნიშვნელობა „პირველი ხაზის“ რეპლიკაა, თუ სხვა დაისონის ასლი. თქვენი შენაძენის ფასი შეკეთების ღირებულებაზე გავლენას არ ახდენს.
საორიენტაციოდ: შეკეთებების უმეტესობა ღირს 150-დან 500 ლარამდე. მინიმალური დიაპაზონი შედარებით მარტივ შემთხვევებზე ივარაუდეთ, სადაც თერმოსენსორის შეცვლა ან კაბელის შეცვლა არის საჭირო. ზედა ზღვარი კი ისეთ შემთხვევებზე - როდესაც საჭიროებს ძრავის ან აკუმულატორის შეცვლას, წყლის მოხვედრის ან დავარდნის შემდგომ პლატის აღდგენას.
ჯამური ღირებულება დამოკიდებულია მოდელსა და კონკრეტულ გაუმართაობაზე: გამოაგზავნეთ თქვენი ტექნიკის სურათი, აღწერეთ გაუმართაობა და ფასს ვიზიტამდე დაგისახელებთ. ყველაფერს წინასწარ ვათანხმებთ და ტექნიკა მოგაქვთ ფასის ცოდნით - შეკეთების საბოლოო ღირებულებაში სიურპრიზები არ გექნებათ. გარანტია შეკეთებაზე - 2 თვე.
იმისთვის, რომ თქვენი ფენი კიდევ დიდხანს არ საჭიროებდეს სერვისში მოტანას:
მოუფრთხილდით ტექნიკას - და ის დიდხანს გემსახურებათ!
ცალკე მომსახურებას, როგორიცაა „შიგნიდან გაწმენდა“, არ გთავაზობთ - და ეს გააზრებული პოზიციაა. თვითონ მტვერი ფენს არ აზიანებს. თუ შიგნით იმდენი მტვერი და ჭუჭყი დაგროვდა, რომ ფენმა გადახურება ან ჰაერის ნაკადის დაკარგვა დაიწყო, ესე იგი ის უკვე დიდი ხანია ცვეთაზე (გადაჭარბებულ დატვირთვაზე) მუშაობს და გადახურება უკვე შეეხო სხვა კომპონენტებსაც: თერმოსენსორებს, გამაცხელებელ ელემენტს, პლატას. წმენდა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმპტომებს ხსნის და არა შედეგებს. ფენი რამდენიმე კვირით გაცოცხლდება და შემდეგ უკვე ბრუნდება სახელოსნოში დაზიანებული ძრავით ან პლატით. ჩვენთან ხშირად მოაქვთ ასეთი „მხოლოდ გაწმენდის“ შემდგომ დაზიანებული ფენები.
ამიტომ ჩვენ სხვა თანმიმდევრობით ვმუშაობთ: შეკეთების ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია წმენდა, მაგრამ არა როგორც დამოუკიდებელი „წამალი“. შეკეთების საორიენტაციო ფასი იხილეთ ზემოთ, ფასების შესახებ შეკითხვაში. ხოლო უფასო და დანამდვილებით სასარგებლო წმენდა არსებობს: რეგულარულად გარეცხეთ ფილტრი (იმ მეთოდით, რომელიც ფენის მოვლის რჩევებშია) და ჭუჭყი უბრალოდ ვერ მიაღწევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დეტალებამდე.
მიუთითეთ მოდელი და სიმპტომი. რაც უფრო დეტალურია პრობლემის აღწერა - მით უფრო ზუსტია შეფასება.